26 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიცაა
26/10/2024 03:54:41 პოლიტიკა
26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.უმაღლესი საბჭო შედგება პროპორციული წესით, 4 წლის ვადით არჩეული 21 დეპუტატისგან.
უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 11 საარჩევნო სუბიექტი:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (4);
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ (5);
„ევროპელი დემოკრატები“ (6);
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8);
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის თავისუფლებისთვის!“ (9);
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (12);
„თავისუფალი საქართველო“ (20);
„ტრიბუნა“ (21);
„გახარია საქართველოსთვის“ (25);
„გირჩი“( 36);
„ქართული ოცნება“ (41).


