Accentnews.ge
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მისცა: „გაიმარჯვებს საქართველო"

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მისცა: „გაიმარჯვებს საქართველო"

26/10/2024 04:20:01 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

მისი თქმით, ხმა ისეთ საქართველოს მისცა, რომელზეც მისი წინაპრები ლოცულობდნენ

"მე მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ , იმ საქართველოს რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები, მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო. ჩვენ საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული, დამარცხებული არავინ არ იქნება იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო", – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S