პრემიერი –კითხვაზე, "აპირებთ თუ არა, აღიაროთ ქართველი ხალხის ნება, თუ ისინი აირჩევენ ცვლილებას?": "ასეთ კითხვებს 60%–იან პარტიას არ უსვამენ"
26/10/2024 05:21:47 პოლიტიკა
"ასეთ კითხვებს 60%–იან პარტიას არ უსვამენ", – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შემდეგ კითხვას:
"არჩევნების იმიტომ ტარდება, რომ ამომრჩევლებს ნება და სურვილი გავიგოთ, მათ უნდა აირჩიონ ან ცვლილებები ან სახელისუფლებო პარტიას დაუჭირონ მხარი. თქვენ აპირებთ თუ არა აღიაროთ ქართველი ხალხის ნება და სურვილი,თუ ისინი აირჩევენ ცვლილებას?".
პრემიერმა ჟურნალისტს მიმართა, რომ "ასეთ კითხვებით მის პარტიებს" მიმართოს.
"ასეთ კითხვებს 60%–იან პარტიას არ უსვამენ. ასეთ კითხვები დაუსვით თქვენს პარტიებს. თქვენ პარტიებს მოვუწოდებ, აღიარონ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები. ცესკოს შედეგების აღიარებისკენ მოვუწოდებთ ყველას. ჩვენ ვაღიარებთ ხალხის ნებას, რომლის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" ექნება 60%. ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ – ეს იქნება "ოცნების" დაახლოებით 60%–იანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი", – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.


