კახეთში საარჩევნო პროცესის დარღვევებით დაწყების შესახებ იუწყებიან
26/10/2024 05:41:18 პოლიტიკა
კახეთში საარჩევნო პროცესის დარღვევებით დაწყების შესახებ იუწყებიან.
"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ოცი წუთის დაგვიანებით გაიხსნა.
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების განმარტებით, დაგვიანების მიზეზი საორგანიზაციო კუთხით „მოუწესრიგებლობა იყო“. მათივე თქმით, უბანთან ახლოს ადგილი აქვს სპეციალური სიებით ადამიანების მობილიზებას და საარჩევნო კაბინაში ტელეფონის გამოყენების მცდელობას", – იტყობინება "ინტერპრესნიუსი".
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.


