ISFED: 10:00 საათის მონაცემებით, მათ შორის მოსყიდვის 3 შემთხვევა დავაფიქსირეთ
26/10/2024 06:29:13 პოლიტიკა
"სამართლიანმა არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უბნების ნაწილი დარღვევებით გაიხსნა.
"საარჩევნო უბნების დაახლოებით, 75 % იყო მზად 8:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასაწყებად, დანარჩენი უბნები კი შემდეგი 20 წუთის განმავლობაში, დარღვევებით გაიხსნა, მაგალითად, მარნეულში ერთი უბანი 8:30 გაიხსნა.
ჩვენს დამკვირივებლებს უმეტეს უბანზე შესვლის და გახსნის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ცალკეული უბნებზე არ დაუშვეს. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებლები უბნებიდან გამოაძევეს.
საარჩევნო უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ამ ეტაპისთვის მოსყიდვის 3 შემთხვევა გვაქვს. ეს შემთხვევები დაფიქსირდა ტყიბულის პირველ, ახმეტის მეჩვიდმეტე და ჩუღურეთის მესამე უბნებზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ, რომ თანხის ოდენობა იყო 100 ლარი. [...] 10:00 საათისთვის კომისიებში ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან შეტანილია 10 საჩივარი, 2 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში", – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.


