ISFED: ორი და მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტი დაფიქსირდა
26/10/2024 06:46:20 პოლიტიკა
"სამართლიანმა არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლებს ერთის ნაცვლად, ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ.
"ერთზე მეტი, ორი და მეტი ბიულეტენი გასცეს რეგისტრატორებმა ქობულეთის მე-15, სამგორი 51-ე, ბათუმის მე-10, ყვარლის მე-3 და მთაწმინდის 31-ე საარჩევნო უბნებზე", – განაცხადა მან.


