Accentnews.ge
სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია: გამოვლინდა არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია: გამოვლინდა არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი

26/10/2024 07:06:19 პოლიტიკა

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” აცხადებს, რომ 25-მდე უბანზე აღმოაჩინა, რომ ამომრჩევლებს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცემოდათ, მათ შორის - კახეთის რეგიონში და აჭარაში.

მისი ცნობით, "დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა სამ საარჩევნო ოლქში".

“ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას”, - აღნიშნავს “ჩვენი ხმა”.

კოალიციის ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. კოალიციის ინფორმაციით, ასეთი დარღვევები გამოვლინდა არაერთი ოლქის არაერთ უბანზე.

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს, მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S