კალაძე: არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია
26/10/2024 07:15:57 პოლიტიკა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,- თქვა კალაძემ.


