Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილი – ჟურნალისტს: "ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ!"

ბიძინა ივანიშვილი – ჟურნალისტს: "ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ!"

26/10/2024 07:35:09 პოლიტიკა

"ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არა გაქვთ! – მას პასუხი არ სჭირდება! თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!" - ასე მიმართა ჟურნალისტს “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, "თუ რას უპასუხებდა გიორგი ბაჩიაშვილს".

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

ბაჩიაშვილი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონს შეეხო და როგორც განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა.

ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S