Accentnews.ge
"ამომრჩეველმა ბიულეტენი ძირს დააგდო და მის ნაცვლად შეაცურა კომისიის წევრმა" - გლდანში, მე-60 უბანზე ხმაური იყო

"ამომრჩეველმა ბიულეტენი ძირს დააგდო და მის ნაცვლად შეაცურა კომისიის წევრმა" - გლდანში, მე-60 უბანზე ხმაური იყო

26/10/2024 08:05:29 პოლიტიკა

თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო.

როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი ყვება, ხმაური მოჰყვა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენისთვის ჯერ ფოტოს გადაღებას, შემდეგ კი ბიულეტების მიმღებ აპარატთან დატოვებას და რომ საბოლოოდ საარჩევნო კომისიის წევრმა შეაცურა ბიულეტენი ამომრჩევლის ნაცვლად შესაბამის აპარატში.

„რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა მოქალაქე, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენი ძირს დააგდო და მის ნაცვლად შეაცურა კომისიის წევრმა. კომისიის მეორე წევრმა ეს ფაქტი ვიდეოზე ასახა“,- ყვება დამკვირვებელი და განაგრძობს, რომ მისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ გადაღების პროცესისთვის არგუმენტით, რომ ეს ნებადართული არაა. სწორედ ამას მოჰყვა ხმაურიდა საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა.

საბოლოოდ შედგა ოქმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S