Accentnews.ge
კობახიძე: წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა აბოსლუტურად რეალისტური ამოცანაა

კობახიძე: წინასწარი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა აბოსლუტურად რეალისტური ამოცანაა

26/10/2024 08:38:24 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას საკონსტუტუციო უმრავლესობის მოპოვების ამბიცია აქვს და რომ "წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა".

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება - ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მივიღოთ არამხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, არამედ ჩვენი სურვილია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა, დღევანდელი აქტივობის მონაცემებიც ამაზე მეტყველებს, რომ აბსოლუტურად რეალურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა, მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის",- თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S