Accentnews.ge
"აზიანებს კენჭისყრის მთლიანობას, იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში“,- ცესკო-ს თავმჯდომარე ბიულეტენების მასობრივ ჩაყრაზე

"აზიანებს კენჭისყრის მთლიანობას, იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში“,- ცესკო-ს თავმჯდომარე ბიულეტენების მასობრივ ჩაყრაზე

26/10/2024 09:21:09 პოლიტიკა

ცესკოს ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი ეხმიანება მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის ფაქტს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, სასწრაფოდ გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

მან ასევე მოუწოდა სამინისტროს, სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცესურები, რათა საზოგადოებას მიწოდოს ინფორმაცია უწყებებიდან შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში.

„ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის მთლიანობას და აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებაში“,- თქვა კალანდარაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S