ცესშო-ში დეზინფორმაცია უწოდეს ვერიფიკაციის აპარატებში "ხმების ჩაწევის" შესახებ ცნობებს
26/10/2024 09:57:50 პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილი ბაღდათის #23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა. საუბარია მოქალაქის მიერ ინვენტარის დაზიანებაზე.
ბაღდათის
მისი თქმით, კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე.
„ამომრჩეველმა, რომელიც გარკვეული ფსიქო ემოციური მდგომარეობის ჭრილში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე მოახდინა რამდენიმე ვერიფიკაციის აპარატის იმდაგვარად დაზიანება, რომ შეუძლებელი იყო, ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. რა თქმა უნდა, კომისიამ შესაბამისი რისკების მართვის გათვალისწინებით უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრის მიმდინარეობა საარჩევნო უბანზე“, - თქვა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილი გამოეხმაურა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ფარგლებში სამოქმედო არეალში რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ხორციელდება "ხმების ჩაწევა".
„სულ რომ რაიმე ჩაწევის თეორიულ ფაქტს ჰქონდეს ადგილი, აღსანიშნავია ის, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ იძლევა და არ მისცემს არცერთ კომისიას იმის შესაძლებლობას, რომ პირის ხელმეორედ გამოცხადების ან იმ უბანზე რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში მან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.


