Accentnews.ge
ზუგდიდში, #9 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო

ზუგდიდში, #9 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო

26/10/2024 12:49:44 პოლიტიკა

ზუგდიდში, #9 საარჩევნო უბანზე კვლავ ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი.

კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი სალომე მელიამ ყვება, რომ უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას უკავშირდებოდეს.

„ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”, - განაცხადა სალომე მელიამ.

მოგვიანებით უბნიდან ოპოიზიციის დამკვირვებელი გააძევეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S