გალდავა: მარნეულში ამომრჩეველი ზაურ დარგალის ძმის პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას
26/10/2024 13:21:55 პოლიტიკა
„ძლიერი - საქართველოს“ წევრის ლანა გალდავას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის, თქვა, რომ მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ დელეგატის ზაურ დარგალის ძმის - მირზა დარგალის პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დარღვევა გამოავლინეს, პირი "საარჩევნო უბნიდან გაიქცა". დაიწერა საჩივარი.
მისივე თქმით, უბანთან ბევრჯერ იყო დაპირისპირება.
„პირდაპირ საარჩევნო უბანთან თანხის გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც აღბეჭდილი გვაქვს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ზაურ დარგალის ძმის პასპორტით უცხო პირი შევიდა და ხმის მიცემას აპირებდა. ფოტო და ვიდეოგადაღება მოხდა, საჩივრები დაიწერა“, - თქვა გალდავამ.
ზაურ დარგალმა ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდა.
„ეს სრული აბსურდია, ელექტრონულ არჩევნებზე ერთი პასპორტით სამჯერ ხმის მიცემა შეუძლებელია. ჩემი ძმა თავისი პასპორტით შევიდა და ხმა მისცა, ვადაგასული პასპორტით სხვა რატომ შევიდოდა, ან როგორ უნდა გააკეთოს? აპარატი არ მიიღებს. რა პასპორტიც ვნახე, საერთოდ ვადაგასულია, „ფეიკსაც“ ნორმალურს ვერ აკეთებენ, უკვე ოჯახის წევრებზე გადადიან, ცდილობენ ფონი შექმნან, თითქოს, პრობლემური უბნებია. პროვოკაციები აბსურდულია, ლოგიკაში არ ჯდება, ზონდერჯგუფებით დადიან და პირდაპირ შეტევაზე გადადიან“, - თქვა დარგალმა.


