Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრთან და არც სამინისტროსთან"

ირაკლი კობახიძე: "არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრთან და არც სამინისტროსთან"

26/10/2024 14:40:37 პოლიტიკა

"არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრთან და არც სამინისტროსთან", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ "შს მინისტრს და მის მოადგილეს ვერ უკავშირდება".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს სუბორდინაციის სისტემას".

„ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სისტემა, სუბორდინაციის სისტემა, ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ წავიდეს კანონის და კანონმდებლობის წინააღმდეგ. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა ამისი ნიანგის ცრემლები ბუნებრივია არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S