ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს
26/10/2024 16:17:31 პოლიტიკა
„ოცნება“ გამარჯვებას ულოცავს მხარდამჭერებს. ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები.
"იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს - ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, - განაცხადა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ეზოში გამართულ ღონისძიებაზე.
„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% აქვს.
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით ოპოზიცია იმარჯვებს. კერძოდ, ოცნებამ ხმების 40.9% მიიღო, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად არაა საკმარისი, ხოლო "ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას ახერხებენ.
გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. განცხადება ჯერ არ გაუკეთებია "საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიას.
"ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ხმებს სჭირდება დაცვა, გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი" - თქვა ოპოზიციონერმა მამუკა ხაზარაძემ.
ცესკოს წინასწარი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მონაცემები სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოქვეყნდება.


