გვარამია: ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ხალხის ნებას, ამის მერე უკვე იქნება გასაძლები პარლამენტში, რომ მოსყიდვები არ გვქონდეს
26/10/2024 16:40:24 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, ხალხის ნება გამოხატულია და ახლა შემდეგი ეტაპი ხმების დაცვაა.
„ნურავინ ეცდება არჩევნების გაყალბებას. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ხალხის ნებას. ამის მერე უკვე იქნება გასაძლები პარლამენტში, რომ მოსყიდვები არ გვქონდეს. ამას ჩვენ გავუძლებთ. დარწმუნებული ვარ, ხმებსაც დავიცავთ და გადაყიდვებიც ვერ მოხდება. პოლიტიკური პარტიებიც არ გადაუხვევენ ევროპულ გზას. ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს. ხალხმა ასე გადაწყვეტა“,- თქვა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ოცნებაც და ოპოზიციაც გამარჯვებას ზეიმობს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% აქვს. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ოპოზიცია იმარჯვებს. კერძოდ, ოცნებამ ხმების 40.9% მიიღო, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად არაა საკმარისი, ხოლო "ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას ახერხებენ.


