გახარია: "ოცნება" ეცდება, რომ მიგვიყვანოს ამ თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს, ვკონცენტრირდით ხმების დაცვაზე
26/10/2024 16:52:59 პოლიტიკა
ვკონცენტრირდით ხმების დაცვაზე,- ამბობს ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია.
"ეგზიტპოლი ეგზიტპოლია - ვიზეიმეთ, ახლა დავანებოთ ამ ზეიმს თავი. ვკონცენტრირდით ხმების დაცვაზე. წელს პირველად ტარდება ელექტრონულ არჩევნები... ასე, რომ ეს ყველაფერი ხმების მიხედვით არის დასათვლელი თითოეული უბნიდან და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, მართლა ვიზეიმოთ. ჩვენ ხომ ყველანი ვთანხმდებით, რომ "გორბის" ეგზიტპოლი სასაცილოა, რა თქმა უნდა, "ოცნება" ეცდება, რომ მიგვიყვანოს ამ თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები დავიცვათ და იმის მაგივრად, რომ აქ ვზეიმობდეთ, ახლა მე ავალ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ავალ და თითოეულ უბანს გავივლით დეტალურად",- თქვა გიორგი გახარიამ.
20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ოცნებაც და ოპოზიციაც გამარჯვებას ზეიმობს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% აქვს. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ოპოზიცია იმარჯვებს. კერძოდ, ოცნებამ ხმების 40.9% მიიღო, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად არაა საკმარისი, ხოლო "ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას ახერხებენ.


