ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ოცნება“, არამედ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა
26/10/2024 17:05:53 პოლიტიკა
"ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა", - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იყოჩაღა.
"რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის: დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.
ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% მიიღო. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით ოპოზიცია იმარჯვებს.
Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ - 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%.
ცესკოს წინასწარი შედეგები სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოქვეყნდება.


