Accentnews.ge
კინზინგერი: რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა „ოცნება“

კინზინგერი: რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა „ოცნება“

26/10/2024 18:31:56 პოლიტიკა

"რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა “ქართული ოცნება”, - ასე ეხმაურება ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების მილოცვას.

“ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , - დაწერა “ტვიტერის” პირად გვერდზე ორბანმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის ოფიციალური შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ოპოზიციამ და "ოცნებამ" გამარჯვების შესახებ გამოაცხადეს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% მიიღო. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით ოპოზიცია იმარჯვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S