Accentnews.ge
ვაშაძე: ბრძოლა გრძელდება

ვაშაძე: ბრძოლა გრძელდება

26/10/2024 20:13:57 პოლიტიკა

ბრძოლა გრძელდება,- თქვა "ერთიანობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერ კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიები შტაბებიდან გააკეთებენ ინდივიდუალურ განცხადებებს.

"იქნება კონსულტაციები, მივდივართ წინ",- დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 2201 (70.749%) საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს 5 პარტია ლახავს. ჯამში გახსნილი იყო 3111 უბანი.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 52.97%,„კოალიცია ცვლილებებისთვის - 11.208 %, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“- 9,797 %, „ძლიერი საქართველო“ - 9,836%, „გახარია - საქართველოსთვისაა“ - 8.233%.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა - ხმა მისცა 2 060 412 მოქალაქემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S