Accentnews.ge
ბუღაძე: საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, შევეგუებით ამ გაყალბებას თუ არა?!

ბუღაძე: საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, შევეგუებით ამ გაყალბებას თუ არა?!

26/10/2024 21:15:14 პოლიტიკა

მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც დღეს დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს რამდენიმე უბანზე, ამბობს, რომ რაც იხილა, იყო შემზარავი.

"ეს იყო დიდი გაყალბება! "ქართულმა ოცნებამ" იქურდა ქართველი ხალხის ხმები! ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ ვერ იზეიმეს, რადგან იციან, რომ ქურდები არიან და ისინი არიან არალეგიტიმურები. ავტოკრატია დამყარდა დღეს საქართველოში, ვინაიდან მათ გააყალბეს არჩევნები. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს, "ქართულმა ოცნებამ" იქურდა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი კლასიკურად იმ ჯგუფშია, სადაც არიან ლუკაშენკო, პუტინი, ორბანი, ალიევი და ა.შ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ახლა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, შევეგუებით ამ გაყალბებას თუ არა? ვართ თუ არა ჩვენ ევროპული ქვეყანა, რომელიც იმსახურებს განვითარებას და დამოუკიდებლობას, თუ მივიღებთ ამ ნაქურდალს, ამ შეურაცხყოფას?",- თქვა ბუღაძემ.

მან გაიმეორა, რომ შემზარავი სურათი იხილა უბნებზე, განსაკუთრებით ისანში - "მარკირებული ადამიანები შემოდიოდნენ, დამკვირვებლები იყვნენ უმცირესობაში, დევნიდნენ, აძევებდნენ უბნებიდან, ეს საშუალებას აძლევდა ხალხს, რომლებსაც უკვე სხვა უბანზე ჰქონდათ ხმა მიცემული, კვლავ მიეცათ ხმა".

"ეს იყო კრიმინალური შეთანხმება "ქართულ ოცნებასთან". სამწუხაროდ, მათ მოახერხეს ჩვენი არც თუ ისე ცოტა მოქალაქის ყიდვა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ მოახერხა უმრავლესობის ყიდვა. საქართველო არ იყიდება! ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!",- დასძინა ბუღაძემ.

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S