Accentnews.ge
ხოშტარია: გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე

ხოშტარია: გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე

26/10/2024 21:21:02 პოლიტიკა

გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე,- თქვა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მან გაიმეორა, რომ არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს არ აღიარებენ.

მისი თქმით, სხვა პარტიები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ ბრძოლის გზებთან დაკავშირებით, მაგრამ "ეს იქნება საერთო ეროვნული ბრძოლა, ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა დაბიწყოთ, რადგან ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენს ამომრჩევენთან - ჩვენმა ამომრჩეველმა აირჩია ევროპა და ჩვენ ამის დათმობას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ".

მან თქვა, რომ იქნება კონსულტაციები.

ამ დროისთვის ორმა პარტიამ - "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ აღიარებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს.

22 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 251-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.064% დააგროვა, რაც მას ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S