Accentnews.ge
ცესკო: დათვლილია უბნების 97%, „ოცნება“ – 54,24%

ცესკო: დათვლილია უბნების 97%, „ოცნება“ – 54,24%

27/10/2024 04:12:08 პოლიტიკა

ცენსტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 8:00სთ] დათვლილია უბნების 97% – 3111–დან 3018.

ცესკოს წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

  • "ქართული ოცნება" – 54,24 % აქვს (1 087 801 ხმა).
  • „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.81% (216 691 ხმა);
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.07% (201 937 ხმა);
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.72% (174 921 ხმა);
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 7.73% (154 916 ხმა);
  • „გირჩი“ - 3,00% (61 710 ხმა);
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 320 ხმა);
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (14 929 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

  • 4 ოპოზიციური სუბიქტებიდან არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S