Accentnews.ge
კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს

კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს

27/10/2024 08:23:16 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას არ მოიწვევს, პარლამენტი ვადის ბოლოს, მე-10 დღეს თავად შეიკრიბება.

„სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მე-10 დღეს პარლამენტი თავისით შეიკრიბება და გაიმართება სხდომა. აქ არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით რომც დაარღვიოს. პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. შეუძლია აქაც, კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას. განსაზღვრულია კონსტიტუციით, რომ არჩევნების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პარლამენტის პირველი სხდომა, შესაბამისად, ჩვენ თუ თეორიულად დავუშვებთ ასეთ უხეშ დარღვევას, ბოლო, მე-10 დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი. ამას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიურო“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S