Accentnews.ge
კობახიძე – ოპოზიციაზე: "მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება"

კობახიძე – ოპოზიციაზე: "მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება"

27/10/2024 08:25:09 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოპოზიციური პარტიის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში". თუმცა, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, "პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება".

„ჩვენთვის ეს მაინც და მაინც საინტერესო საკითხი არ არის. პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება. იცით, რა პარტიებზეა საუბარი და რა სახეები ჰყავთ მათ საკუთარ პარტიაში, საუბარია, როგორც „ნაცმოძრაობაზე“, ისე მეორე, მესამე, მეოთხე „ნაცმოძრაობაზე“. არც თავისი პარტიული შინაარსით და არც ადამიანური რესურსით არცერთი მათგანი საპარლამენტო მუშაობისთვის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამით ვერ დავინტერესდებით, ამაზე დროს ვერ დავხარჯავთ. მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არ შემოვლენ, ასეც და ისეც, პარლამენტი ლეგიტიმური იქნება. ერთ მდინარეში მეორედ ვერ შეხვალ. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იგივე პროცესების გამეორებას, რაც მათ ქვეყანაში 4 წლის წინ განახორციელეს, რითაც ისინი ცდილობდნენ, დაეზიანებინათ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. იმავეს მეორედ ვერ გააკეთებენ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, ვისაც უნდა შევიდეს, ვისაც უნდა ნუ შემოვა“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S