Accentnews.ge
კობახიძე – ამომრჩეველთა ხმების დუბლირების შესახებ ბრალდებაზე: "წმინდა წყლის ტყუილია"

კობახიძე – ამომრჩეველთა ხმების დუბლირების შესახებ ბრალდებაზე: "წმინდა წყლის ტყუილია"

27/10/2024 08:27:53 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა ხმების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "წმინდა წყლის ტყუილია".

„ელექტრონული წესი იძლევა ყველაფრის გადამოწმების საშუალებას. ყველას შეუძლია, ამოიღოს რეგისტრაციის მონაცემები და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტყუილი. ტექნიკურადაც კი შეუძლებელია ის, რაზეც საუბრობს ოპოზიცია. [...] რეგისტრაციის მონაცემებით დასტურდება, რომ თითოეული ამომრჩეველი უნიკალურია, ერთ ჯერზე მეტად ხმა არცერთს მიუცია. ერთი შემთხვევაც კი ტყუილია, ამას ტექნიკურად ვერ გააკეთებ. ყველას შეუძლია ნახოს რეგისტრაციის მონაცემები და დასტურდება, რომ თითოეული ამომრჩეველი უნიკალურია, არცერთს მიუცია ხმა ერთ ჯერზე მეტად - ტექნიკურად შეუძლებელია ამ აპარატურით ამის გაკეთება. ეს არის მოგონილი ვერსია, რათა იმედდაკარგულმა პოლიტიკოსებმა თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან იმ ტყუილებისთვის, რასაც ეუბნებოდნენ“,- განაცხადა კობახიძემ.

", – განაცხადა კობახიძემ.

  • "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, "კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას - იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები".

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S