აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა
27/10/2024 10:08:10 პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) დღეს გამოაქვეყნა უმაღლესი საბჭოს არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა არჩევნებში მონაწილე 11-დან ხუთმა სარჩევნო სუბიექტმა.
უსკოს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით ხმები ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება” – 109 718 ხმა(57.38%);
- „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 27 300 ხმა(14.28%);
- „გახარია საქართველოსთვის” – 16 516 ხმა(8.64%);
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” – 16 080 ხმა(8.41%);
- „ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის!” – 12 072 ხმა (6.31%).
ეს მონაცემები ეფუძნება რეგიონში გახსნილი 317 უბნიდან 315-ის შედეგებს.


