ტომ მალინოვსკი: "შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას"
27/10/2024 11:00:33 პოლიტიკა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ერთ-ერთი წარმომადგენლის ტომ მალინოვსკის (აშშ–ის ყოფილი კონგრესმენი) განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა "ნახეს საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას". ამის შესახებ მან თბილისში გამართუ პრეს–კონფერენციზე ისაუბრა.
"26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა უფრო მაღალი აქტივობა, ვიდრე წინა ორ ორჩავნებზე. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიული პროცესებისადმი. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ნამდილი დემოკრატია და არ სურს, ევროპას დაშორდეს. ამიტომაც მთელი კონგრესი აკვირდება, საქართველოს ლიდერები მიიღებენ თუ არა იმას, რასაც საქართველოს მოსახლეობამ დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც უკავშირდება მთლიანად საარჩევნო პროცესის სამართლიანობას. ISFED, რომელიც გახლავთ წამყვანი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი, ჯერ კიდევ მუშაობს დეტალურ ანგარიშზე. მოგიწოდებთ ყველას, რომ მიიღოთ ის მხედველობაში, ჩვენ ვედობით იმ მეთოლოგიას, რომელსაც ISFED იყენებს", – განაცხადა მან.


