Accentnews.ge
ვითესი: ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა ჩამოშორდნენ "გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს" მენტალიტეტს

ვითესი: ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა ჩამოშორდნენ "გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს" მენტალიტეტს

27/10/2024 11:39:25 პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თამარა ქოფმან ვითესმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას თქვა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ, აქ დემოკრატია გაძლიერდეს და ეს არის მათი ნება.

"ამ ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ. ქართველი პოლიტიკური აქტორები უნდა ჩამოშორდნენ მენტალიტეტს, "გამარჯვებულს ყველაფერი მიაქვს" და გაყვნენ დემოკრატიულ გზას. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ თვალსაზრისით. მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური ნეიტრალობა, უნდა მისცეს საშუალება მშვიდობიან პროცესებს, რომ განხორციელდეს, უნდა უზრუნველყოს ქართველებისთვის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაუდებლად აუცილებელია, საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერებმა უზრუნველყონ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდეს",- თქვა მისიის ხელმძღვანელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს წარმოადგინეს წინასწარი შეფასება, რომელშიც 21 სხვადასხვა რეკომენდაციაა მოცემული, მათ შორის: პარლამენტმა მყისიერად უნდა გააუქმოს "აგენტების კანონი", რათა გაუქმდეს დესტრუქციული ზელავნეა სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მედიაზე; შექმნას სამართლებრივი გარემო იმისათვის, რომ დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - ეს არსებითია დემოკრატიული პროცესებისთვის; პოლიტიკურმა და სამთავრობო აქტორებმა არ უნდა დახუჭონ თვალი ან შეუწყონ ხელი რაიმე ფორმით ძალადობას, რომელიც ხორციელდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ აზრს, მათ შორის, მათ მიმართ, რომლებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას არჩევნების შედეგების მიმართ; ყველა, ვინც ჩაიდენს ძალადობას, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული და არ უნდა მოხდეს ამის საპირწონედ მათი ქება; კანდიდატებმა უნდა განაცხადონ თავიანთი ნება, რომ კანონს დაემორჩილებიან, არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ხელი აიღონ ძალადობაზე, ამომრჩელის მოსყიდვაზე. ეს ვალდებულებები უნდა გაჟღერდეს ყველა დონეზე და ფორმით პარტიულ ადმინისტრაციებში; მედიას უნდა მიეცეს ლეგიტიმური უფლების განხორციელების შესაძლებლობა ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებმა თავი უნდა აარიდონ იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად მედია დამოუკიდელობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S