Accentnews.ge
ევროსაბჭოს დამკვირვებელი: არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობასა და სამართლიანობას

ევროსაბჭოს დამკვირვებელი: არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს, ძირს უთხრის შედეგების დამაჯერებლობასა და სამართლიანობას

27/10/2024 12:09:07 პოლიტიკა

ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, რუმინელმა დეპუტატმა იულიან ბულაიმ საარჩევნო პროცესის შეფასებისას შეშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ არჩევნების ხარისხი ასახავდა იმ ტენდენციას, რაც მათ შეამჩნიეს წინასაარჩევნო პერიოდში.

"მასში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობის მიმართ. გვაშფოთებს სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების, განსხვავებული შეხედულებების მიმართ",- თქვა საერთაშორისო მისიის წევრმა.

მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნებთან სახელისურლებო პარტიის კოორდინატორების მობილიზებაზე.

"დაკვირვების დროს ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და ორჯერ ხმის მიცემა. ორი სამყარო არსებობდა - ერთი იყო საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული, ხოლო მეორე სამყარო ეს იყო საარჩევნო უბნებს გარეთ. მმართველი პარტიის კამერების არსებობა საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის კლიმატს და პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება - შეგრძნება იყო ისეთი, რომ "დიდი ძმა" გვიყურებს. ამას აკვირდებოდა ჩვენი დამკვირვებელი. ასევე არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები პროცესის დროს - ეს ძირს უთხრის მისი შედეგების დამაჯერებლობასა და სამართლიანობას" - აღნიშნავს დამკვირვებელი. [სინქრონული თარგმანი]

მისივე თქმით, ერთ-ერთ დამკვირვებელს რეგიონში დაკვირვებისას თავს ვანდალურად დაესხნენ:

"ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან საკითხი დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაკვირვების პროცესის განხორციელებასთან".

მან თქვა, რომ მოგვიანებით უფრო ვრცელ ანგარიშს წარმოადგენენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S