"კოალიცია ცვლილებისთვის": "პროევროპული პარტიები ვმუშაობთ პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა"
27/10/2024 12:32:35 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" იტყობინება, რომ პროევროპული პარტიები მუშაობენ პრეზიდენტთან ერთად და რომ აქვთ სამომავლო გეგმა.
"საქართველოს მოქალაქეების ხმა არ შეისმინეს. ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს არჩევნები მოპარა;
პროევროპული პარტიები ვმუშაობთ პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ გვაქვს სამომავლო გეგმა და დეტალებს ძალიან მალე გაგაცნობთ" - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის".
არსებული ცნობებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე იმყოფებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
როგორც დაანონსებულია, დღეს, საღამოს 21:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს.


