Accentnews.ge
გერმანიის პოზიცია საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ცნობილია

გერმანიის პოზიცია საქართველოში გამართული არჩევნების თაობაზე ცნობილია

27/10/2024 15:13:39 პოლიტიკა

გერმანიის პოზიცია საქართველოში გამართულ არჩევნებზე ცნობილია.

"გერმანია სრულად მხარს უჭერს OSCE/ODHIR–ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს. გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია. არჩევნების შედეგებთან გამკლავებასა და მთავრობის ფორმირებას ასევე ექნება გავლენა საქართველოს სამომავლო პროგრესზე მის ევროპულ გზაზე", – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების OSCE/ODHIR–ის და PACE–ს წარმომადგენლებმა საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დღეს პრეს–კონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს.

OSCE–ს სპეციალური კოორდინატორი და OSCE–ს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი აცხადებს, რომ "კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს".

ამავე თემაზე: OSCE/ODHIR–ის და PACE–ს შეფასებები: "ამომრჩევლების მოსყიდვა, იყო შეგრძნება „დიდი ძმა გიყურებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S