გონჩარენკო: "ხვალ ორბანი თბილისში ჩადის, ძალიან ჩქარობენ ივანიშვილისთვის საქართველოს არჩევნების ყიდვის მილოცვას"
27/10/2024 15:52:07 პოლიტიკა
“ორბანი ხვალ თბილისში ჩამოვა. ძალიან ჩქარობენ ივანიშვილისთვის საქართველოს არჩევნების ყიდვის მილოცვას”,– ამის შესახებ “უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფებოდა.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის მისიის ფარგლებში აკვირდებოდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“ და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


