Accentnews.ge
„ჰელსინკის კომისია“ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების შესახებ ბრალდებები

„ჰელსინკის კომისია“ სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების შესახებ ბრალდებები

27/10/2024 15:56:51 პოლიტიკა

"ჰელსინკის კომისია" საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

"მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“, - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში".

როგორც მან აღნიშნა, „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“.

ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“ და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S