Accentnews.ge
"არ ვაღიარებთ!" - პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იწვევს

"არ ვაღიარებთ!" - პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იწვევს

27/10/2024 17:31:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველზე შეიკრიბნონ და დააფიქსირონ პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ არჩევნები ტოტალურად ყაყალბდა და რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია.

"მე არ ვარ ერთი ადამიანი, ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობას. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ! არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ამ ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებოთ ერთად. არიან პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ყველა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ ერთმანეთსაც და მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს! ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ დავიცვათ ყოველი ხმა, და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის დავუთმოვთ. და ამას ხვალ ერთად ვიტყვით",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან განმარტა, რომ ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S