რასმუსენი: "ჩვენ უნდა დავდგეთ ყველას გვერდით საქართველოში, ვისაც სჯერა რუსეთის ბოროტი გავლენისგან თავისუფალი ევროპული მომავლის"
27/10/2024 18:22:52 პოლიტიკა
"ხმების გაყალბებისა და საარჩევნო უბნებთან ძალადობის შესახებ ცნობები უაღრესად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ყველას გვერდით საქართველოში, ვისაც სჯერა რუსეთის ბოროტი გავლენისგან თავისუფალი ევროპული მომავლის. საქართველო ევროპაა", - ამის შესახებ NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.


