რინკევიჩსი ქართველ ხალხს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს
27/10/2024 18:31:48 პოლიტიკა
“ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის არ აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ", – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.


