Accentnews.ge
ჩეხეთის საგარეო: საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს

ჩეხეთის საგარეო: საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს

27/10/2024 18:35:22 პოლიტიკა

ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

ჩეხეთის საგარეო ხაზს უსვამს, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოუწოდებს "ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან".

„საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს. არჩევნების გამოცხადებულ შედეგს არ აღიარებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და მოქალაქეებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S