Accentnews.ge
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ"

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ"

27/10/2024 19:20:02 პოლიტიკა

"შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება", – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S