დანიის საგარეო: მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
28/10/2024 06:10:27 პოლიტიკა
დანიის საგარეო მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანია მხარს უჭერს ქართველი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
„დანია შეშფოთებულია ეუთო/ოდირის დაკვირვების შედეგებით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები დაირღვა არათანაბარი გარემოთი, ზეწოლითა და დაძაბულობით. ჩვენ ამ დასკვნებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით,” - აღნიშნულია ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებაში, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


