Accentnews.ge
ლიეტუვა: დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას

ლიეტუვა: დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას

28/10/2024 06:21:08 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტო ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით აღინიშნა, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს.

უწყება ხაზს უსვამს, რომ დარღვევები მოიცავს ბრალდებებს ხმების მოსყიდვის შესახებ, საარჩევნო უბნებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის თავდასხმებს და დაშინების ენას დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიმართ და მედიის საქმიანობის შეზღუდვისკენ მიმართულ ქმედებებს.

თუმცა, როგორც საგარეო უწყება მიუთითებს, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება ეხება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მასობრივ თავდასხმებს, მათ შორის დაპირებებს, რომ არჩევნების შემდეგ განხორციელდება მათი დევნა და აკრძალვა, დეზინფორმაციის სისტემურ გამოყენებას საარჩევნო კამპანიაში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში.

ლიეტუვის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს.

„ეს დარღვევები არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა დაარეგისტრირა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს. საქართველოს პრეზიდენტმა შედეგზე უარი თქვა შედეგის მიღებაზე. ამ კონტექსტში, ლიეტუვას უჭირს ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად აღიაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის მოწოდებით, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცული უნდა იყოს და ამ უფლებების შელახვის ნებისმიერი მცდელობა სრულიად მიუღებელია. უწყება არჩევნებისა და მათ დროს დაფიქსირებული ყველა დარღვევის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო იხსენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მეტად საკამათო კანონმდებლობის მიღების გამო. და „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას.

"შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს. გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დარჩება და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება კი - გაყინული. უფრო მეტიც, შეფერხების გარეშე უნდა იქნას განხილული დამატებითი შემაკავებელი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ლიეტუვა გააგრძელებს ქართველ ხალხთან და მის ევროპულ არჩევანთან დგომას და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S