Accentnews.ge
„ერთიანობა" არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვს

„ერთიანობა" არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვს

28/10/2024 08:44:12 პოლიტიკა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

„ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკო-ში - დაწყებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება არ მიიტაცოს და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი",- თქვა მან ბრიფინგზე.

პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ მინიმუმ 12% "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" "წაართვეს".

"ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით. დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან აუდიტს, ტექნოლოგიურს და დოკუმენტურს ცესკოში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა",-განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს ხმას დმანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ ტელეფონში არსებული ფოტოთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S