Accentnews.ge
პაპუაშვილი - ოპოზიციაზე: პუფებივით დალაგდებიან პარლამენტში ადრე თუ გვიან

პაპუაშვილი - ოპოზიციაზე: პუფებივით დალაგდებიან პარლამენტში ადრე თუ გვიან

28/10/2024 08:49:14 პოლიტიკა

ეს კინო ხომ ნანახი აქვს ქართველ ხალხს?,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს.

"ოპოზიციას, როგორც მაშინ პუფებივით შემოვიდნენ პარლამენტში, ზუსტად ასე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან, მაინც შემოვლენ პარლამენტში",- თქვა პაპუაშვილმა.

არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს ნდობას არ უცხადებს ამავე შედეგების მიხედვით ბარიერგადალახული არც ერთი პარტია.

"ერთიანობამ" და "კოალიციამ ცვლილებბეისთვის" განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S