უნგრეთის პრემიერის პრეს–სპიკერი: დღეს ორბანი საქართველოში კობახიძის მიწვევით ჩადის
28/10/2024 08:40:56 პოლიტიკა
დღეს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.
როგორც უნგრეთის პრემიერის პრეს–სპიკერი ზოლტან კოვაქსი სოციალურ ქსელში წერს, ორბანი საქართველოში ქართველი კოლეგა ირაკლი კობახიძის მიწვევით ჩადის.
მისივე ცნობით, ორბანთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მარტონ ნაგი და ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგა.
ცნობისთვის: 27 ოქტომბერს– საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს – მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ 28-29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორბანი ეწვეოდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელი მხარის ინიციატივა იყო ვიზიტის განხორციელება.


