Accentnews.ge
პაპუაშვილი: პარლამენტი იქნება ლეგიტიმური - 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას, "ქართულ ოცნებას" ამ მონაცემით, 89 მანდატი ერგება

პაპუაშვილი: პარლამენტი იქნება ლეგიტიმური - 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას, "ქართულ ოცნებას" ამ მონაცემით, 89 მანდატი ერგება

28/10/2024 08:55:30 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბება.

მან ხაზი გაუსვა, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნების შედეგებით, 89 სადეპუტატო მანდატი ერგება.

"ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი აქვთ 2020-ში, ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული - მგონი, ეს დეზინფორმაცია, კი ბატონო, შეგვიძლია ავსახოთ, რომ ისეთ ტყუილებს ამბობენ უკვე, თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური.

ძალიან კარგად იქნება პარლამენტი ლეგიტიმური - პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას - "ქართულ ოცნებას" ამ მონაცემით, თუ არ ვცდები, 89 მანდატი ერგება

ასევე, როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბა პარლამენტი და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა". - თქვა შალვა პაპუაშვილმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S