Accentnews.ge
კორძაია: არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ

კორძაია: არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ

28/10/2024 09:55:01 პოლიტიკა

არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები შეაფასა:

„მთავარი საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი იკადრა, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრიდან, დამთავრებული მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ბიულეტენების ჩაყრით. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამაზე სათანადოდ ხმას არ ამოვიღებთ და არ დავიცავთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი არჩევანის დაცვა და ეს არჩევანი იყო ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. ეს არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ოპოზიციისთვის და „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ მცირე, ხმების 12% მოეპარათ“.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება.

„მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. ვიცით, რომ დაშინების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა. არ გაგვიხმაურებია ეს ფაქტები, ვერც გავახმაურებთ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ყველა ფაქტზე დამატებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S