Accentnews.ge
ალარ კარისი: „ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის გვერდით“

ალარ კარისი: „ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის გვერდით“

28/10/2024 13:21:16 პოლიტიკა

ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი პლატფორმა X-ზე ორი პოსტით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ესტონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან შემაშფოთებელი საკითხები წარმოიჭრა არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების შესახებ. დემოკრატია დაფუძნებულია ნდობაზე. ყველა ხმას ითვლება, ყველა ხმა მნიშვნელოვანია“.

კიდევ ერთ პოსტში ის წერს:

"მოდი, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ პროცესის მიმართ ნდობა ყველა ქართველს ჰქონდეს. ესტონეთი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის გვერდით“.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S