Accentnews.ge
ორბანი თბილისში ჩამოვიდა

ორბანი თბილისში ჩამოვიდა

28/10/2024 15:01:54 პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, - განაცხადა, „ფრანს-პრესის“ ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში.

მანამდე უნგრეთის პრემიერის პრეს–სპიკერმა ზოლტან კოვაქსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორბანი საქართველოში ქართველი კოლეგა ირაკლი კობახიძის მიწვევით ჩამოდიოდა.

ორბანს აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საქართველოში უნგრეთის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მათივე ცნობით, უნგრელ კოლეგას ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S